მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას .. მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას, მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ, ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს და საქართველოს ლურჯი ცის თავანს რომ უმღეროდა დაუღალავად! მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს, დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს, ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს, ნიკო ფიროსმანს და საათნავას! მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს, კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს, და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს, შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს! მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს, ლამაზი არის თბილისში ყველა და სიყვარულით უგონოდ მთვრალი და შველა უნდათ ლამაზებს, შველა! მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს, ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს, ყველა ღვინისმსმელს და ყველა კახელს, ამ ჩემ პატარა ძველთაძველ მამულს, ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს, თბილისის ცას და თბილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას! მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე, გული არ აქვსო, მე გული მქონდა და შენ მოგეცი, მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გ...
Popular posts from this blog
მთავარი
შემოღამება მთაწმინდაზე - განხილვა შემოღამება მთაწმინდაზე - განხილვა ქართული - რომანტიკოსები - ნიკოლოზ ბარათაშვილი ნახვები: 14983 ` ნიკოლოზ ბარათაშვილი - სულიერი მდგომარეობა ბარათაშვილის სულის ტრაგედია ბარათაშვილის დამოკიდებულება - ბედი ქართლისა სიყვარული ბარათაშვილის პოეზიის მიხედვით ბარათაშვილის სულის ტრაგედია - სულო ბოროტო ხმა იდუმალი - ანალიზი მერანი - ანალიზი ცხოვრების საზრისი - ფიქრნი მტკვრის პირას შემოღამება მთაწმინდაზედ ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზე“ ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაწერილია , ამ ლექსს პოეტის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია . აქ გამოხატულია წუთისოფლის ამაოების განცდა რაც დამახასიათებელია ყველა რომენტიზმის წარმომადგენელი პოეტებისათვის , ლექსის მთავარი აზრი არის მიწიერი ტვირთის მოშორება და მარადიულ სამყაროსთან კავშირის მცდელობა . ლექსში პოეტი ბუნების აღწერით ასახავს თავის შინაგან განწყობას და გადმოგვცემს მის პოზიციას , ასეთი გა...
ჰოი , მთაწმინდავ , მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი” ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი, დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი, ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი! ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს! რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს! ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა, და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა! მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი, კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი, და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი, რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი! ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული! ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული! აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან, მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან! მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება, გულის-თქმა ჩემი შენს...
Comments
Post a Comment